|
2017-01-04 11:18:56, 2106 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ კ.ხურციძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენაში კახა ხურციძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ემუხლით დამნაშავედ სცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ხულიგნობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ კახა ხურციძეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკება მოუხდა მეზობელთან თემურ კახაბრიშვილთან, რა დროსაც კახა ხურციძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით თემურ კახაბრიშვილს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად თემურ კახაბრიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კახა ხურციძე 2016 წლის 29 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ–ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ კახა ხურციძე სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 12 წლითთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვინაიდან კახა ხურციძეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 20 თებერვლის განაჩენით 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 3 წლით პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ 108-ე მუხლით გათვალისწინებულიდანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს პირობითი მსჯავრიდან ერთი წელი მიუმატა და კახა ხურციძეს საბოლოოდსასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)