07:11 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 18:10:04, 522 ნახვა

პოლიტიკა
ბერუჩაშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე: ეს არ მოხდება მყისიერად რიგის სამიტის შემდეგ

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბჭო მიიღებს.
როგორც ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო უწყება მუშაობს იმისათვის, რომ ევროკავშირის შემფასებელთა მისიამ რიგაში დადებითი რეკომენდაციები გააგზავნოს.
„ველოდებით ექსპერტების დასკვნას. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ გვქონდეს შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერა. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როდის მოახერხებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ბიომეტრიული პასპორტები თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ქვეყნებში. მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ეს არ მოხდება მყისიერად რიგის სამიტის შემდეგ. ეს საჭიროებს დამატებითი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას, პროცედურების გავლას და შესაბამის დროს, ამ ეტაპების გავლის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბჭო“,-განაცხადა ბერუჩაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით, საქართველოში  პროგრესი დაფიქსირდა, რომელიც სავიზო რეგულაციებში აუცილებლად უნდა აისახოს.
შეგახსენებთ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რიგაში, მაისის თვეში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics