|
2016-12-30 12:18:27, 901 ნახვა
საზოგადოება
N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ნოდიკო ტატიშვილმა, დათუნა მგელაძემ, სალომე ბაკურაძემ, გიგი ადამაშვილმა და ლიკა თუთისანმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ქართული და უცხოური ჰიტები შეუსრულეს. მომღერალ ნოდიკო ტატიშვილის თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, როგორც არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის, ისე მოწვეული სტუმრებისთვისაც. „იმდენად ნათელი სახეები აქვთ, რომ მგონია, ისინი აპირებენ შეცვალონ ყველაფერი და დაიწყონ ახალი ცხოვრება. მინდა, მათ მივულოცო ახალი წელი, ის ცუდი, რაც მათ ცხოვრებაში იყო დაუტოვონ ძველ წელს და ახალ წელს შეხვდნენ ახალი იმედებითა და პერსპექტივებით“, - აღნიშნა ნოდიკო ტატიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ლეილა აფციაურმა მოწვეულ მომღერლებს სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „N11 არასრულწლოვანთა დაწესებულებას არაჩვეულებრივი შემსრულებლები ეწვივნენ და ძალიან ლამაზი დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ და მზადყოფნა გამოვთქვა სამომავლო თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ლეილა აფციაურმა. კონცერტის დასასრულ, მომღერლებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ერთად იმღერეს. არასრულწლოვნებმა კი, სტუმრებს სიურპრიზის სახით, მცირე წარმოდგენა შესთავაზეს. მსჯავრდებულებმა მომღერლებს საცეკვაო ნომრები შეუსრულეს და მათივე დაწერილი ლექსები წაუკითხეს. არასრულწლოვანი მსჯავრდებულები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საგანმანათლებლო-გასართობ ღონისძიებაში, რომლებიც მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად.
(NS)
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)