23:31 - 11 Jun, 2026
|
2016-12-29 15:23:24, 1137 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო
დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, არდადეგებს წინ საახალწლო ღონისძიებები უსწრებდა, რომელიც ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა. ახალი წლის მოახლოება ბაღებში ტრადიციული ზეიმებით აღინიშნა, სადაც პატარებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი განასახიერეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ წინასაახალწლო განწყობაზე თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმაც იზრუნეს. ყველა ბაღის აღსაზრდელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრები გადაეცა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)