|
2016-12-29 12:05:19, 1999 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერმა შემაჯამებელ სიტყვაში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება
პრემიერის განცხადებით, სივრცითი რეფორმის ფარგლებში მომზადდა ქალაქებისა და სოფლების განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღარ მოხდება ქაოტური განაშენიანება. მისი თქმით, სივრცითი მოწყობით საქართველო გახდება ოთხი სეზონის ტურისტული ქვეყანა, რასაც ხელს შეუწყობს ახალი აეროპორტების მშენებლობა. „ამბროლაურის აეროდრომი უახლოეს დღეებში გაიხსნება, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში დაიწყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერმა, ასევე, ისაუბრა კურორტების განვითარების გეგმაზე: „ჩვენ სრულიად ახალ დატვირთვას ვაძლევთ ტრადიციულ კურორტებს. ბაკურიანსა და გუდაურში ახალი საბაგიროები, ახალი ტრასები, წყალმომარაგების სისტემები და ქმნის უამრავ სამუშაო ადგილს და მათ გარშემო ძალიან დიდი რადიუსით, იძლევა ადამიანების დასაქმების საშუალებას. ეს არის ახალი შემოსავლები ქვეყანაში და ქვეყნის პოპულარიზაცია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ტურისტების მოზიდვისთვის, არამედ ქართული პროდუქტის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვისთვისაც. ასევე, ვავითარებთ ახალ კურორტებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ეს არის თეთნულდი და გოდერძის კურორტი, ასევე სხვა კურორტები. ამ პროექტებს კერძო სექტორთან ერთად ვახორციელებთ და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯის ჩამოყალიბებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, ისაუბრა საგზაო მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „2017 წელს დასრულდება აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა. 2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე - ზემო ოსიაური-ჩუმათელეთი, სამტრედია-გრიგოლეთი, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმა, ბაღდათი-აბასთუმანი, ზემო იმერეთი-რაჭა, თუშეთის და ხევსურეთის გზები; დევდორაკის გვირაბი", - განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. (NS)
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)