06:51 - 05 Nov, 2026
|
2015-03-26 17:24:23, 646 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიამ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
გერმანიის ფედერალურმა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტს გერმანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. ცნობისთვის, ასოცირების შეთანხმება საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან გასული წლის ივნისში გააფორმეს. ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის, საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინოს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული ფაქტის აღსანიშნავად, გერმანიაში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საელჩოებისა და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთის კომიტეტის ორგანიზებით, გაიმართება საზეიმო მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)