|
2016-12-28 16:41:53, 803 ნახვა
საზოგადოება
საჩუქრები ბათუმში „საახალწლო ეზო“-ს სტუმრებს
თუკი ბათუმში მაღალი კლასის სასტუმროებსა და რესტორნებში დასვენება, ვახშამი, მასაჟი ან სპა მომსახურების მიღება გინდა, აიღე „საახალწლო ეზოს პასპორტი“ ევროპის მოედანზე და ჩაერთე საახალწლო გათამაშებაში. 1-2 იანვარს, 18:00 საათზე ევროპის მოედანზე გათამაშდება კურორტ „გოდერძი“-ს ორკაციანი საგზური, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებისა და რესტორნების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც საახალწლო ეზოს პასპორტს ევროპის მოედანზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ჯიხურში წარადგენს ან არ ქონის შემთხვევაში პასპორტს ჯიხურშივე აიღებს. „საახალწლო ეზოს პასპორტი“ არის ერთგვარი ბილეთი, რომლითაც ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება მოიგოს სხვადასხვა პრიზი და ასევე მიიღოს საჩუქრად გლინტვეინი, ჩაი და ყავა 1-2 იანვარს. ამისთვის კი საჭიროა, ევროპის მოედანზე მსურველებმა 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გადაიღონ ფოტო, ვიდეო, გიფი და განათავსონ საკუთარ facebook გვერდზე ჰეშტეგით #გარეთკაია. აღნიშნული აქტივობისთვის ისინი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლისგან საახალწლო ეზოს პასპორტში მიიღებენ ბეჭედს, თითოეული ბეჭედი კი თითო ჭიქა უფასო გლიტვეინს, ყავასა და ჩაის გულისხმობს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პიარაქციაში, რადგან #გარეთკაია,“ აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პიარისა და რეკლამის განყოფილების უფროსი ქეთევან დოჭვირი. 25 დეკემბრიდან, ევროპის მოედანზე საახალწლო ეზო ბათუმელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ ადგილად იქცა. საბავშვო გასართობი ღონისძიებებით, კონცერტებით, საახალწლო დეკორაციებითა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხით დამშვენებულ მოედანზე დადებითი საახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა, თუმცა წინაა 31 დეკემბრისა და 1-2 იანვრის მთავარი კონცერტები. ახალ წელს ბათუმი ქართველი ვარკვლავების გალა კონცერტით ხვდება. 1-2 იანვრის საკონცერტო პროგრამა კი გართობისა და დადებითი საახალწლო განწყობის შექმნას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს, რადგან ევროპის მოედანი საჩუქრების, პრიზებისა და კარგი მუსიკის ეპიცენტრად გადაიქცევა. საახალწლო ღონისძიებების პროგრამა განთავსებულია საიტზე garetkaia.ge გასათამაშებელი პრიზები: 1 იანვარი -18:00- ევროპის მოედანი კაფე Rennes - ვახშამი 2 ადამიანზე რესტორანი „პელიონი“ - ვახშამი 2 ადამიანზე კასტელო მარე - 1 დღიანი სპა მომსახურება 2 ადამიანზე სასტუმრო რედისონ ბლუ - მასაჟის ვაუჩერი 1 ადამიანზე სასტუმრო ინტურისტ პალასი და ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“ – 1 ღამე განთავსება საუზმით და სპა მომსახურებით 2 ადამიანზე სასტუმრო „Euphoria“ – 2 ღამე საუზმით 2 ადამიანზე 2 კაციანი საგზური კურორტ გოდერძიზე 2 ღამით ( კვებით , ტრანსპორტით, სათხილამურო აღჭურვილობით) 2 იანვარი - 18:00 - ევროპის მოედანი (NS) რესტორანი ფესვები - ვახშამი 2 ადამიანზე
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)