|
2016-12-28 14:42:38, 875 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი 4-წლიან ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობაა ასახული. "2014 - ცენტრი საკუთარ შენობაში გადავიდა, რომელიც თანამედროვედ არის აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. 2014 - განხორციელდა ცენტრის სრული რებრენდინგი. 2014-2015 - გაიმართა ყვარლის ფილიალის ინფრასტრუქტურა და სასწავლო ცენტრმა პირველი მომხმარებლები მიიღო. ამჟამად ყვარლის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს ყველა სეზონზე. 2014 - ცენტრმა პირველად მიიღო ISO 9001:2008 სერტიფიკატი, რაც მისი სერვისების ხარისხის და ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვის გარანტიაა 2015 - ჩამოყალიბდა 7 ახალი სამსახური: იურიდიული, სოციალური, ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებების ტრენინგების, ტესტის შექმნისა და კოორდინაციის სამსახურები. შეიქმნა 60-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოცემულ დარგებში და დაინერგა ახალი, მრავალფუნქციური ტესტირების ელექტრონული პროგრამა, შეიქმნა ტესტური დავალებების ბანკი 2015 - დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელმა, სამეფო მრჩეველმა და ადვოკატმა ჩერი ბლერმა ჩვენს ცენტრში ქართველი საჯარო მოხელეებისთვის საარბიტრაჟო დავების სწორად წარმართვის სფეროში ტრენინგი ჩაატარა 2015 - დაიწყო პროექტი „საჯარო მოხელეთა ბიბლიოთეკა“ 2015-2016 - ცენტრის სერვისები და საქმიანობა გასცდა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებს და ის დღეს 150-ზე მეტი კერძო, საჯარო თუ საერთაშორისო ორგანიზაციის სანდო პარტნიორია 2015-2016 - იუსტიციის სასწავლო ცენტრი პირველად გახდა ფინანსურად მდგრადი და თვითკმარი ორგანიზაცია. 2013 წელს ცენტრის შემოსავალი შეადგენდა 380 000 ლარს, რამაც 2015 წელს 1,8 მილიონ ლარს, ხოლო 2016 წელს 1,5 მილიონ ლარს მიაღწია 2015-2016 - ცენტრის საქმიანობის სწორად მართვამ და შემოსავლების ზრდამ საშუალება მოგვცა მასშტაბური პროექტები განგვეხორციელებინა 2015 - დაიწყო უნიკალური ტრენინგ პროექტი „50 საჯარო მოხელე“, რომელიც სტუდენტებს საჯარო მოხელედ ჩამოყალიბებას სთავაზობს. პირველი ტალღის მონაწილეების დიდი უმრავლესობა უკვე დასაქმდა საჯარო სექტორში 2016 - დაიწყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პროკურორთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების პროექტი, რომელსაც ცენტრი აფინანსებს 2015-2016 - საზოგადოებრივი ცენტრების უნიკალური ინფრასტრუქტურის ბაზაზე ცენტრმა საქართველოს 33 სოფელში 2000-მდე ადამიანი გადაამზადა 2016 - ცენტრმა პირველად საქართველოში შექმნა და დანერგა ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტი, რომელიც შეფასების საერთო ევროპულ ჩარჩოს ეფუძნება (CEFR) და ზომავს ცოდნის შემდეგ დონეებს: A1, A2, B1, B2, C1. ცენტრი ასევე გახდა ერთადერთი საჯარო დაწესებულება, რომელიც ნებისმიერ პირს ქართული ენის ცოდნის გაუმჯობესების სერვისს სთავაზობს დღეს ცენტრი თითქმის ყველა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსების ადმინისტრირებას უზრუნველყოფს დღეს ცენტრს შეუძლია ნებისმიერ რეგიონში ადგილზე მიაწოდოს ორგანიზაციებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ბოლო 3 წლის განმავლობაში ცენტრის სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ტრენინგზე 48%-ით, ხოლო ტესტირებაზე 108 %-ით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები 13 სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საჯარო სტრუქტურასთან, მათ შორის ბრიტანეთის საბჭოსთან, ბრიტანეთის საერთაშორისო ბიზნესსკოლასთან (BBSI), თურქეთის იუსტიციის აკადემიასთან", - ნათქვამია ანგარიშში. (NS)
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)