|
2015-03-26 16:05:15, 534 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს და არც ახლა წარმოადგენს
„ბატონი მინდია ჯანელიძე არც მაშინ წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიმღებს და არც დღეს წარმოადგენს“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში ვიზიტისას თავდაცვითი იარაღის შეთანხმებაზე ხელმოწერის თაობაზე, თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზართან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ჯანელიძემ ალასანიას უთხრა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. მისივე თქმით, პროექტის შეჩერება ჯანელიძესთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. „მე როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, არადა მანამდე ეს უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული , სწორედ რომ არ დავემორჩილე ამ არასწორ მითითებას, ხელი მოვაწერე ამ შეთანხმებას , თუ აქვს შანსი საქართველოს, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება გაფორმდა“,-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)