|
2015-03-26 15:38:15, 373 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომაზე
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ" კანონპროექტი წარადგინა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ითხოვენ. საუბარია 3 ქვეკლასის დამატებაზე. ვახტანგ გომელაურის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი, მოქმედი კანონის ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანაა. "2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ საქართველოს კანონი. ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამატებას ვითხოვთ.კერძოდ, 14 ქვეკლასი იყო და ემატება 3 ქვეკლასი-.კანონპროექტის მიზანია, მოქმედი კანონი შესაბამისობაში მოვიდეს.ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან, და მოხდეს იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღეს არ არის შეტანილი ახალი ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში.დაემატება ახალი 3, რომელიც ახალი იყო და ახლა შემოვიდა საქართველოში. ასევე დასჯადი იქნება მისი გამოყენება შენახვა და გასაღება",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მთავრობის სხდომაზევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. "ზოგაგად მიმაჩნია, რომ თქვენმა სამინისტრომ ძალიან კარგი კამპანია ჩაატარა და შედეგიც სახეზე არის.ასე რომ, გააგრძელეთ ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა",-მიმართა ვახტანგ გომელაურს ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)