|
2016-12-27 13:08:32, 904 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომელთა დაწინაურების მიზნით კონკურსი ჩატარდა
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლების თანამდებობრივი დაწინაურების მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკურსი ჩაატარა. კონკურსი 24-25 დეკემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს, რომელსაც სურდა დაწინაურება აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწისა და საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის (მეთოდისტის) პოზიციაზე. ამასთან, ტესტირება სავალდებულო იყო ზემოთაღნიშნულ სამ პოზიციაზე დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პირებისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კონკურსში მონაწილეობის სურვილი 800-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა, თუმცა ტესტირებაზე მხოლოდ 650 მათგანი გამოცხადდა. ტესტირების შედეგების ნახვა კონკურსანტებს შეეძლებათ 10 სამუშაო დღის შემდეგ, სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge, თითოეული მათგანისთვის მინიჭებული უნიკალური შტრიხკოდის საშუალებით. შტრიხკოდები თან ახლავს ტესტის ბოლო ფურცელს, რომლის ასლიც კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა. ამასთან, 10 სამუშაო დღის შემდეგ, კონკურსანტებს, შეხსენების მიზნით, საკუთარი კოდი დაეგზავნებათ სმს-შეტყობინების სახით. შეგახსენებთ, რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგია: 30 ქულა - აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად; 40 ქულა - აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად; 50 ქულა - საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად. (NS)
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)