23:00 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 10:19:44, 2104 ნახვა

სამართალი
შსს-მ წინასაახალწლოდ „თბილისი მოლში“ ბავშვებისთვის იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოზარდებში მართლწესრიგის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 24-25 დეკემბერს „თბილისი მოლში“ იმიტირებული „უსაფრთხო ქალაქი“ მოაწყო.

შსს-ს ინფორმაციით, იმიტირებულ ქალაქში შსს-ს მომსახურების სააგენტოს, დაცვის პოლიციის და „112“-ის თანამშრომლებმა ბავშვებს და მოზრდილებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს:

მათივე ცნობით, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, „უსაფრთხო ქალაქში“ „დაცული სახლი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებს სხვადასხვა საინტერესო შემეცნებითი კონკურსი შესთავაზა. ასევე, მოეწყო სახატავი კუთხე და დარიგდა სუვენირები. პატარებს საშუალება ჰქონდათ, დაცვის პოლიციელის ფორმაში ფოტოებიც გადაეღოთ. „დაცული სახლის“ ტერიტორიაზე ბავშვებს ანიმატორები ართობდნენ.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ველოსიპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად, სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ჩაუტარეს.

 მოზარდებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, ევროპის ჩემპიონმა ძარიანი ავტომობილებით რბოლაში, დათა ქაჯაიამ უმასპინძლა და მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნო.

სპორტულ ზონაში, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ბანერის წინ, განთავსდა სპეციალური კვარცხლბეკი, სადაც სტუმრებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრმა წარმოადგინა საბავშვო პროექტი „კოსმოსური ხომალდი“, სადაც ბავშვებს „112“-ის ოპერატორები ფუტურისტული იმიჯით დახვდნენ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილი კომპიუტერული თამაშები შესთავაზეს. ხომალდის კაპიტანმა გამარჯვებულებს უნივერსალური საშვები გადასცა, რომელთა საშუალებითაც ისინი ნამდვილ „112“-ში მოხვდებიან და პირადად ნახავენ, როგორ ეხმარებიან ცენტრის ოპერატორები გადაუდებელ სიტუაციაში მყოფ მოქალაქეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics