|
2015-03-26 12:55:51, 511 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში, თუ არ წავა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არ აინტერესბეს წავა თუ არა პრემიერი პარლამენტში და დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა „ჰოლიდეი ინნ“-ში მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლას შეიძლება ტელევიზორით მოუსმინოს. „დღეს, საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი წავა პარლამენტში, თუ არ წავა. ან მინისტრი გიორგაძე დაესწრება თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში. ჩვენ რა თქმა უნდა ვუსმენთ ერთმანეთს, მეც მოვუსმენ სიამოვნებით, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ პარლამენტის შენობაში ვიყო, შეიძლება მოსუვმინო ტელევიზორით. ჩვენ გვაქვს ყველას ჩვენი საქმე და თუ ყველანი გავაკეთებთ კარგად ჩვენს საქმეს, დამერწმუნეთ, რომ ბევრად კარგად იქნება ყველაფერი საქართველოში. ასე, რომ უნდა შევეგუოთ ახალ რეალობას. ეს არ არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი რეალობის დამკვიდრებას უნდა შევუწყოთ ხელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით 31 მარტს წარსდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)