|
2016-12-24 18:21:18, 1779 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ქართველი ნაციონალისტების მორიგი აქცია გაიმართა
თბილისში, „რუსთაველის“ მეტროსთან, ქართველი ნაციონალისტების ჯგუფმა „ქართული ძალა“ აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი უცხოელი ლტოლვილების მიღების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მემარჯვენე იდეოლოგიის ადამიანები ნიღბებში, შავ და სამხედრო ფერებში იყვნენ გამოწყობილი. „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ პატივი ვცეთ იმ იდეას, რომელიც გვაერთიანებს, პატივი ვცეთ ჩვენს წარსულს, შევცვალოთ აწმყო და გავუღოთ კარი ნათელ მომავალს, სადაც ქართველი იქნება მეტად დაფასებული ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ჩვენ ვიბრძვით რათა შევცვალოთ აწმყო, სწორედ ამ აწმყოშია უამრავი პრობლემა, გვართმევენ იდენტობას და ცდილობენ აღრიონ ჩვენი წმინდა სისხლი სხვა ერებთან. მე არ ვქადაგებ ეროვნულ შუღლს, პირიქით, მე მინდა რომ ყველა ერმა შეინარჩუნოს საკუთარი მე და არ დაკარგოს იდენტობა“, - განცხადა სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)