|
2015-03-26 12:42:34, 529 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ალასანიაზე: ასეთი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებებს "უზნეო საქმეს" უწოდებს. ამის შესახებ პრემიერმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე ალასანიას იმ განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საფრანგეთში ვიზიტისას ალასანიას მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოების შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა. „რაც შეეხება ალასანიას განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ბატონმა მინდიამ გასცა უკვე პასუხი. ზოგადად მიმაჩნია, რომ მსგავსი საკითხის პოლიტიზება და ასეთი თემებით სპეკულირება, არის საკმაოდ უზნეო საქმე. მე არ ვისურვებდი ამ თემაზე რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთებას. მიმაჩნია, რომ ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)