2016-12-24 10:17:44, 1267 ნახვა
საზოგადოება
24 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე თბილისში მტკვრის დონე დაიწევს
24 დეკემბრის 06:00 საათიდან 28 დეკემბრის 03:00 საათამდე, ორთაჭალჰესი გაჩერდება, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში წყლის დონე მაქსიმალურად დაიწევს.
ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს:
„იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალის გაგრილების სისტემის სრულყოფის მიზნით, სსიპ - იუსტიციის სახლი გეგმავს მტკვარში წყლის საქაჩი ტუმბოების ჩაკიდებას, ამისთვის საჭიროა მტკვრის ჯებირზე ლითონის კონსტრუქციის ჩამაგრება. აღნიშნული სამუშაოების წარმოებისათვის 4 დღით, 24 დეკემბრის 06:00სთ-დან 28 დეკემბრის 03:00სთ-მდე გაჩერდება ორთაჭალჰესი, შესაბამისად, ამ პერიოდში თბილისში, მტკვრის კალაპოტში მაქსიმალურად დაიწევს წყლის დონე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან