|
2015-03-26 12:17:13, 498 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის
„ამ ეტაპზე არც ერთი მინისტრის განთავისუფლება არ იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მინისტრით კმაყოფილი არ არის. „ამ ეტაპზე არ იგეგმება არცერთი მინისტრის გადახედვა გათავისუფლება, მსგავს სენსაციას უახლოეს პერიოდში არ გპირდებით. ამასთან ერთად, რომ გითხრათ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ მეთქი, ალბათ არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს, მაქსიმუმის გაკეთება უნდა შევძლთ და იგივე მოწოდებები მაქვს მინისტრებისადმი. მინისტრების მიმართ მოთხოვნა რაც მაქვს, ეს არის მეტი ინიციატივა აიღონ მათ, მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)