|
2015-03-26 09:37:42, 515 ნახვა
პოლიტიკა
ასპინძის გამგებლის მოადგილე 21 ათასი დოლარის ქრთამის სახით აღების ფაქტზე დააკავეს
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლევან ხოზრევანიძე. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან ხოზრევანიძე თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს ასპინძის მუნიციპალიტეტში, წუნდის ტბასთან მდებარე 32 635 კვ.მ მიწის ნაკვეთის 49 წლიანი იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 50 000 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 21 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)