|
2015-03-25 20:45:44, 839 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 4.5 პროცენტზე ინარჩუნებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც საგარეო შოკების შედეგად საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები და მოლოდინები გაიზარდა. „მიუხედავად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებისა, აშშ დოლარის მიმართ ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებულ შუალედური ხარჯების ზრდაზე აისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის გარკვეული ზრდა. ვინაიდან მნიშვნელოვნადაა შესუსტებული როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს მიაჩნია, რომ ზემოთაღნიშნული ფაქტორების გავლენა ინფლაციაზე იქნება მოკლევადიანი ხასიათის და არ წარმოქმნის ინფლაციურ რისკებს საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს მიმდინარე ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას. საშინაო და საგარეო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად, ეტაპობრივად განხორციელდება შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესი. დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, 2015 წლის ბოლოს ინფლაცია 5%-ს ფარგლებში იქნება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 1.3 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ტენდენციების გაუარესება განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადაცემას საქართველოს ეკონომიკაზეც. იანვარ-თებერვალში დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოდინებების შემცირება. ასევე აშშ დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურების ხარჯების ზრდის გამო შემცირებულია შიდა მოთხოვნა. ამგვარად, შემცირებულია ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე შიდა მოთხოვნა. მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა უარყოფითი რჩება. სავალუტო შემოდინებების კლებით გამოწვეული გაცვლითი კურსის არსებული ცვლილება, სავარაუდოდ, საკმარისი უნდა იყოს იმპორტზე მოთხოვნის შესამცირებლად, რაც ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ერთობლივი მოთხოვნა სუსტი იქნება და არ წარმოქმნის მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება - ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
ბრიანსკში საცხოვრებელ შენობებზე დრონის შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა
მოსკოვმა 9 მაისს კიევზე თავდასხმით დაიმუქრა და სხვა ქვეყნებს საელჩოების ევაკუაციისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)