23:00 - 15 Aug, 2026
|
2016-12-21 15:01:23, 2435 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ გურამ და მაია რჩეულიშვილები პატიმრობაში დატოვა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებული გურამ და მაია რჩეულიშვილები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა რჩეულიშვილების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. როგორც მაია რჩეულიშილის ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. „მას აქვს მარცხენა ფილტვზე სიმსივნე, ასევე გულის იშემიური დაავადება, კუჭნაწლავის ძალიან სერიოზული პრობლემები და საერთოდ ზოგადად მდგომარეობა არის მძიმე”, - განაცხადა ადვოკატმა. საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის თქმით, მაია რჩეულიშვილს რაიმე ახალი დაავადება არ აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებული არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)