|
2015-03-25 20:33:22, 471 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის, ტრანსფორმაციისა და განვითარების ქვეკომიტეტის და საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ნატო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლის მნიშვნელობა ურთიერთობის გაღმავების მიმართულებით. საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი იმპლემენტაციის გზებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ სრული მიუღებლობა. შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, რუსეთის პოლიტიკა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. საპარლამენტო ასამბლეამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს აქტიური მონაწილეობისთვის. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)