|
2016-12-21 12:42:42, 2337 ნახვა
სამართალი
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას 12 წლით, გიორგი დგებუაძეს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია განზრახ მკვლელობის მუხლით დამნაშავედ სცდო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ასევე წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა", საქართველოში ნიდერლანდების სამეფოდან იქნა ექსტრადირებული. 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად. 2006 წლის 12 იანვარს მომხდარ ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციას სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)