|
2016-12-21 11:18:39, 1916 ნახვა
სამართალი
მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღეს სასამართლოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტს წარუდგენს
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატი დღეს სასამართლო პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტს წარადგენს და პატიმრობის შეცვლას მოითხოვს. მარინა ცუცქირიძის განმარტებით, რჩეულიშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მისი საკანში დაბრუნება ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს. „ყველა გამოკვლევა ცალსახად ადასტურებს, რომ მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი დაწესებულებაში დაბრუნება იმ პატარა საკანში მოთავსება, რომელიც არც ნიავდება და არანაირი პირობები არ არის, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ბევრად გააუარესებს“,-ამბობს ადვოკატი. ცნობისთვის, მაია რჩეულიშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქალთა მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. რჩეულიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდშია ბრალდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)