|
2015-03-25 20:14:43, 642 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ საბერძნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობების განვითარებას. ღრმად მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ახლო პარტნიორული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები თქვენს მომავალ საქმიანობაში, ხოლო ბერძენ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)