12:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:55:05, 2606 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყების ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პეტრ პოლშიკოვი გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ REN TV იუწყება. 

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ცხედარი ერთ-ერთი ბინაში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის ცეცხლსასროლი იარაღიდანაა მოკლული. სამართალდამცველების თქმით, ბინაში ტყვიის ორი მასრა და პისტოლეტი აღმოაჩინეს. ადგილზე გარდაცვლილის მეუღლე იმყოფებოდა. გამოძიება მომხდარის ორ ვერსიას - მკვლელობას და თვითმკვლელობას განიხილავს. 

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics