19:09 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 01:03:33, 2513 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ელჩის მკვლელობა ღია პროვოკაციაა, რომელიც რუსულ-თურქული ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული

რუსეთის ელჩის მკვლელობა ღია პროვოკაციაა, რომელიც რუსულ-თურქული ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა ანდრეი კარლოვის მკვლელობა დაგმო და რუსეთის ხელისუფლებასა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მომხდარს გამო მიუსამძიმრა. მისივე განცხადებით, თურქეთი რუსეთთან ერთად შექმნის ერთობლივ საგამოძიებო კომისიას მომხდარის გამოსაძიებლად.

"თურქეთი და რუსეთი შექმნიან ერთობლივ საგამოძიებო კომისიას მომხდარის გამოსაძიებლად", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მომხდარს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს.

შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“- დაიყვარია მკვლელმა, როდესაც ელჩის მისამართით სროლა განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics