19:08 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 12:39:38, 2677 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი მოშე კაცავი, რომელიც სასჯელს გაუპატიურებისთვის იხდის, ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ისრაელის შეწყალების კომისიამ 71 წლის პოლიტიკოსის თხოვნა ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. მოშე კაცავი საპატიმროს მიმდინარე კვირას დატოვებს.

მედიის ინფორმაციით, ყოფილმა პრეზიდენტმა შვიდწლიანი სასჯელიდან 5 მოიხადა.

ცნობისთვის, მოშე კაცავმა ვადაზე ადრე გათავისუფლების თხოვნით კომისიას მესამედ მიმართა. წინა ორი მცდელობა წარუმატებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ მოშე კაცავს თელ-ავივის საოლქო სასამრთლომ შვიდი წლით თავისუფლებლის აღკვეთა 2011 წელს მიუსაჯა. ის თავისი ხელქვეითის გაუპატიურების ორ შემთხვევაში, სექსუალურ შევიწროვებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ. პოლიტიკოსი დანაშაულს უარყოფდა.

მოშე კაცავი პრეზიდენტის თანამდებობას 2000-2007 წლებში იკავებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
იანვარ-აგვისტოში უბილეთო მგზავრობის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 2 331 785 ლარი შევიდა
პროკურატურამ დავით ფეიქრიშვილსა და კიდევ ერთ პირს ჯგუფური ხულიგნობისთვის ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics