06:58 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 11:27:59, 2592 ნახვა

სამართალი საზოგადოება კომენტარი
მღებრიშვილი: თუ დადასტურდა ჟურნალისტის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა „იბერიის“ ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტი, დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. 

“თუ დადასტურდა ის ფაქტი, რასაც ჟურნალისტი ყვება, ამ შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ის პოლიციელი, რომელიც ამაში მონაწილეობდა”, - განაცხადა მღებრიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე მოკვლევა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

ცნობისთვის, ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

ბორჯომში მომხადარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics