|
2016-12-19 11:07:50, 908 ნახვა
საზოგადოება
თიბისი ბანკის პოსტერი „გამარჯობა" მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა
ქართველი არტისტის, აბესალომ ყაველაშვილის მიერ თიბისი ბანკისთვის შექმნილი პოსტერი „გამარჯობა" მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა და შევიდა Luerzers Archive-ის პრესტიჟულ გამოცემაში „200 BEST Digital Artists Worldwide 2017/2018“. საქართველო ამ გამოცემაში ისტორიაში პირველად მოხვდა. Luerzers Archive მსოფლიოს წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამომცემლობაა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პრესტიჟული გამოცემები, როგორებიცაა 200 BEST Digital Artists Worldwide, 200 BEST Photographers Worldwide, 200 BEST Illustrators Worldwide. კრებულში აბესალომ ყაველაშვილის სულ 3 ნამუშევარია შეტანილი. წიგნები 2 წელიწადში ერთხელ გამოდის და მათ მოიხსენიებენ, როგორც Special Books. მსოფლიოს მაშტაბით უამრავი არტისტი თუ ფოტოგრაფი მონაწილეობს კონკურსში იმისათვის, რომ მათი ნამუშევრები მოხვდეს ამ გამოცემებში. ყოველწლიურად კონკურსში მინიმუმ 10 000 განაცხადი ფიქსირდება, საუკეთესოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული, თავიანთ დარგში საუკეთესო სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური არჩევს. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველი არტისტი ვარ საქართველოდან, რომელიც ამ გამოცემაში მოხვდა. მადლობა თიბისი ბანკს, რომელმაც მომცა ინსპირაცია, შემექმნა ნამუშევარი თემაზე „გამარჯობა". ვიმედოვნებ, ეს იქნება კარგი მოტივაცია ქართველი არტისტებისათვის, რომ მათაც წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები ამ ტიპის საერთაშორისო კონკურსებზე და გაიტანონ თავისი შემოქმედება საზღვარგარეთ", - განაცხადა აბესალომ ყაველაშვილმა.
(R)
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)