02:29 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 16:11:22, 600 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე პროექტ ”უსაფრთხო ქალაქი”-ს ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შსს-ს ადმინისტრაციის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ „უსაფრთხო ქალაქი“-ს ფარგლებში, თბილისის ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, საჯარო დისკუსია გაიმართა დანაშაულის პრევენციის, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ქვეითთა უსაფრთხოების, საპატრულო პოლიციის საქმიანობის და მის მიმართ ნდობის, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. სტუდენტებმა დასვეს შეკითხვები და წარმოადგინეს საკუთარი პრეზენტაციები უსაფრთხო ქალაქის მთავარი ინდიკატორების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.

თბილისის ღია უნივერსიტეტთან თანამშრომლობა სხვადასხვა ინიციატივის ფარგლებში მომავალშიც გაგრძელდება.

პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ ხელს უწყობს მოსახლეობაში პოლიციის აქტივობის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics