|
2015-03-25 16:08:23, 3137 ნახვა
სხვადასხვა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მთავარი თემა აღნიშნული პროექტის საწყის ეტაპზე გათვალისწინებული საქმიანობები და სამოქმედო გეგმა იყო. კერძოდ, მხარეებმა მიწის ნაკვეთზე უფლებათა რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონპროექტი, მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმას განიხილეს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს ახორციელებს. პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს: საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციას (სოფლის მეურნეობის სამინისტრო) და მიწის ბაზრის განვითარებას, რომლის განმახორციელებელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოა. პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო და პირველადი სარეგისტრაციო სამუშაოები 12 სოფელში შესრულდება. სულ კი 48 000 ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია მოხდება. უშუალოდ ამ პორცედურის წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში ქალთა უფლებების შეზღუდვის დარეგულირებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს. განხორციელებული სამუშაოების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მეთოდოლოგია, რომელიც სააგენტოს ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებაში, სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. სრულყოფილი სარეგისტრაციო და საკადასრტრო მონაცემთა ბაზა კი ხელს შეუწყობს როგორცსოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებასა და ქვეყნის ეკონომიკისგაუმჯობესებას. აშშ-ში გამართული სამუშაო შეხვედრებისას დაკომპლექტდა პროექტის განმახორციელებელი რგოლი, შეთანხმდა და დამტკიცდა ტექნიკური დავალებები, განიხილულ იქნა პროექტის შედეგების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, ტრენინგები და ის მასტერ კლასი, რომელიც ვირჯინიის შტატის სარეგისტრაციო და საკადასტრო სამსახურში, მიწის ადმინისტრირებისა და ელექტრონული სისტემების გაცნობის მიზნითაა დაგეგმილი.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)