|
2016-12-16 17:20:20, 901 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: 2017 წლის ბიუჯეტში გამწვანების მიმართულებით 3 მილიონიანი ზრდაა
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტში გამწვანების მიმართულებით წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 3 მლნ-იანი ზრდაა. დავით ნარმანიას თქმით, 2017-ში ქალაქის გამწვანების მიმართულებით, მასშტაბურ ღონისძიებები იგეგმება. „დედაქალაქის ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული, მოეწყო 82-ზე მეტი ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 350-მდე სკვერს. 2017-ში სამუშაოები კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარიმართება. გარდა ხე-მცენარეების დარგვისა და ბაღებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისა მომავალ წელს დაგეგმილია დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხე-მცენარეების ინვენტარიზაცია, რაც ძალიან დიდი ხანია დედაქალაქში არ განხორციელებულა და ეს გახლავთ ძალიან საჭირო, აუცილებელი ღონისძიება, რაც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. გარდა ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებისა, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ვგეგმავთ არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას! 2017 წელს დაგეგმილია თბილისის ზოოლოგიური პარკისა და ბოტანიკური ბაღის განვითარება, ასევე, ვაპირებთ მასშტაბური გამწვანებითი სამუშაოები ჩავატაროთ ყაზბეგის გამზირზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარედ, გოძიაშვილის სახელობის სკვერში, დაგეგმილია გელოვანის გამზირის შუა ზოლის გამწვანება, გურამიშვილის გამზირი, ხეთაგუროვის სკვერი და ა.შ. „, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, კიდევ ერთი დიდი პროექტი იქნება მზიურის პარკი. საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შედგენილია და კონცეფცია ითვალისწინებს პარკის ტერიტორიაზე ველო და სასეირნო ბილიკების მოწყობას, გასართობ და მოსასვენებელ ზონებს, საბავშვო მოედნებს, ფანჩატურებს. „მხოლოდ მზიურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია 3400 ძირზე მეტი ხე-მცენარის დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყობა. რაც შეეხება მზიურის ცენტრალურ მხარეს, მისი ძირითადი ფორმები შეინარჩუნებს ძველს იერსახეს, რამეთუ ის ერთგვარად წარმოადგენს თბილისის და აღნიშნული უბნის სავიზიტო ბარათს, თუმცა ბუნებრივია აღდგება დაზიანებული ქვაფენილები, დეკორატიული ღობეები და ა.შ. მზიური უნდა იქცეს ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პარკად, სადაც თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები თავისუფალი დროის გატარებას შეძლებენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)