05:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 14:52:14, 2165 ნახვა

ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ახალ დოკუმენტს გამოსცემს, რომლითაც კომერციულ ბანკებსა და გამსესხებლებს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ბანკი მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს.

როგორც გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკი ახალ დოკუმენტს გამოსცემს, რომელიც ბანკებს და გამსესხებლებს მეტ გამჭვირვალობას დაავალდებულებს:

„მომხმარებელთა  დაცვის გაძლიერებაზე ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეწოდოს მსესხებლებს სესხებთან დაკავშირებით. რადგან კარგად ინფორმირებული მსესხებელი იქნება საბოლოოდ ბედნიერი მსესხებელი. ანუ,  როდესაც მომხმარებელი  სესხს აიღებს, სესხის პირობებთან დაკავშირებით არ უნდა ჰქონდეს მას რაიმე მოულოდენლობა. ცოტახანში გამოვცემთ ახალ დოკუმენტს, რომლითაც უფრო მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ კომერციულ ბანკებს და გამსესხებლებს, რათა მსესხებლებს მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics