|
2015-03-25 13:27:19, 342 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო–ნორვეგიის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ევროინტეგრაციის თემები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის პრეზიდენტის, ოლემიკ ტომესენის შეხვედრაზე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური თანამშრომლობის გამო, როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და კულტურის სფეროებში. ამასთან, საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი აღინიშნა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებზე. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციასა და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებების“ ხელმოწერის გამო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ოლემიკ ტომესენს, ნორვეგიის მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის . ცნობისთვის, ოლემიკ ტომესენი 2013 წლის ოქტომბრიდან იკავებს ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის პრეზიდენტის პოსტს. 1986 წლიდან არის ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის წევრი. 2001 წლიდან კი ნორვეგიის სამეფოს პარლამენტის - სტორტინგის წევრია.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)