|
2016-12-15 14:24:17, 1105 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონულ დოკუმენტს და ხელმოწერას იურიდიული ძალა მიენიჭება
საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის შესათავაზებლად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის წამყვანი კანონპროექტი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტროული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონია. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მთავრობამ საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით,კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მინისტრის თქმით, ქაღალდზე წარმოდგენილი დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონულ ხელმოწერას: „ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეს, მოქალაქესა და კერძო სექტორს შორის, ბიზნესმენებს, კომპანიებს შორის ურთიერთობებში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს ელექტრონული დოკუმენტების მიმოცვლა, და ამ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში მივიღებთ სიტუაციას, სადაც ქაღალდზე წარმოდგენილი დოკუმენტის ტოლფასი იურიდიული ძალა მიენიჭება ელექტრონულ დოკუმენტს, ელექტრონულ ხელმოწერას მიენიჭება ტოლფასი იურიდიული ძალა მატერიალური სახით, ანუ ქაღალდზე გაკეთებული ხელმოწერისა და ასევე შემოვა იურიდიული პირებისთვის ელექტრონული შტამპის ინსტიტუტი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, აბსოლუტურად დაცულად, უსაფრთხო გარემოში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების წესების დაცვით დისტანციაზე მოახდინონ იდენტიფიცირება თავიანთი მომხმარებლის, რაც ძალიან გამოადგება ჯანდაცვის სადაზღვევო, საბანკო და სხვა სისტემებს”,-განაცხადა თეა წულუკიანმა. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს პარლამენტი მხარს დაუჭერს, კანონი ეტაპობრივად შევა ძალაში, ხოლო სრულად 2018 წლიდან ამოქმედდება.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)