|
2016-12-15 12:33:37, 2610 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
კახი კალაძე: საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველოში ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება. კახი კალაძემ და "ანადოლუ ჯგუფის" დამფუძნებელმა თუღბან იზზეთ აქსოიმ "ხელედულა-3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს. პროექტის განხორციელება საქართველოს მთავრობასთან 2015 წლის მაისში გაფორმებული ურთიერთგაგების მემერანდუმის საფუძველზე იგეგმება. მემორანდუმის თანახმად, კომპანიას ეკისრება ვალდებულება გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი ენერგოდეფიციტის პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდეს. "ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელი მოეწერა ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებას. ეს არის 50 მეგავატის სიმძლავრის ხელედულა, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. მას განახორციელებს თურქული კომპანია. ეს არის კომპანია, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ დაახრულა ფარავანის ჰიდროელექტროსადგური. მე მივესალმები ასეთი მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. ეს ხელს უწყობს როგორც ეკონომიკის წინ სვლას, ასევე ჩვენ გვექნება საკუთარი ელექტროენერგია", - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, "ხელედულა-3" ჰიდროსადგურის მშენებლობა იგეგმება რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხელედულაზე. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 50.77 მგვტ-ია, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. საპროექტო ჰესის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება 250 მვტ/სთ.
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)