|
2015-03-25 12:58:08, 553 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: IRI-ს კვლევებზე კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, როცა პრეზენტაციებს დეტალურად ვნახავ
„IRI-ს კვლევებზე კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, როცა დეტალურად ვნახავ პრეზენტაციებს“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია IRI-ს კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც მერის მუშაობის ეფექტიანობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, თუ რა ფომატით ჩატარდა კვლევა. „ჩვენთვის ჯერ დეტალური პრეზენტაცია არ გაკეთებულა IRI-ს კვლევის. შესაბამისად, მის ცალკეულ ნიუანსებს არ ვიცნობ, ამიტომ, კომენტარს გავაკეთებ მას შემდეგ, რაც დეტალურად ვნახავთ პრეზენტაციას. მნიშვნელოვანია, როგორ იყო კითხვარი შედგენილი, მნიშვნელოვანია რა ფორმატით ჩატარდა კვლევები, რა შედეგი მივიღეთ ამ ყველაფერზე დაყრდნობით. მოგვიანებით გავაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს. ჩვენი ამოცანაა კვლევებში დავინახოთ არსებული რეალობის სურათი და ამაზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ როგორ გავზარდოთ ეფექტიანობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)