05:51 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 11:01:23, 2230 ნახვა

ეკონომიკა
პეჰშო: ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

„ბუნებრივია, აქციზის გადასახადის ზრდა ფასებსაც გაზრდის, თუმცა ვფიქრობთ, ზეწოლა ინფლაციაზე საკმაოდ ადვილად სამართავი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად, ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება," - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას.

„ამდენად, არ ვვარაუდობთ, რომ  ინფლაციის დონე პრობლემას შექმნის. აღსანიშნავია ის დადებითი მხარეებიც, რაც თან ახლავს აქციზურ პროდუქციაზე განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. მაგალითად, თამბაქოზე და საწვავზე აქციზის ზრდა, შეამცირებს მოთხოვნას და შესაბამისად, იმპორტსაც. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს გააუმჯობესებს, შესაბამისად შემცირდება ზეწოლაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე," - განაცხადა სსფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics