02:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 14:41:04, 2389 ნახვა

სამართალი
„ნეპოტიზმის უხეში გამოვლინებების დრო უნდა დამთავრდეს“- სოლიდარობა პოეტ ნიკა ჩერქეზიშვილს

პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავას აგრძელებს. რამდენიმე დღის წინ მან მთავრობის ადმინისტრაციის წინ ღამე გაათენა. ის პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ნიკა ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ ორი წლის წინ, საგარეო საქმეთა სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად არაკვალიფიციურობა დაუსახელეს, რაც მან სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, დაახლოებით,  ორწლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა ჩერქეზიშვილი  სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზების განმარტებასა და გაცდენილი პერიოდის ანაზღაურებას ითხოვს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა ჩერქეზიშვილის მხარდამჭერი მშვიდობიანი აქციაც გაიმართა.
აქციაზე მყოფი სტუდენტის, ნათია ნაჭყებიას განცხადებით, ქვეყენაში  შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს და ნეპოტიზმის უხეში გამოვლინებების დრო დამთავრდეს: 

„ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, თავისი ცოდნითდა გამოცდილებით იმუშაოს. საჭიროა, შრომითი უფლებები გაუმჯობესდეს და სახელმწიფოს მხრიდან ნორმები დაცული იყოს. მე, ეროგორც სტუდენტი, აქტიური მოქალაქე, მხარს ვუჭერ ჯანსაღ კრიტიკას და უსამართლობის წინააღმდეგ გამოვდივარ“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ნათია ნაჭყებიამ.

.                                                                                      





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics