|
2015-03-25 10:48:31, 601 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: "ქართული ოცნების", ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მაღალი მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნის
"მმართველი პარტიის, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების რეიტინგი მაღალი მაჩვენებლით ვერ დაიკვეხნის", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ IRI-ს კვლევის შეფასებისას განაცხადა. "მმართველი პარტიის, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ვერ დაიკვეხნის მაღალი მაჩვენებლით, თუმცა "ქართული ოცნების" რეიტინგი გაცილებით მაღალია სხვებზე. ასევე მაღალია მაჩვენებელი ნდობისა, რომ პრობლემები, რომელსაც აღნიშნავენ გამოკითხულები, გამოსწორდება",-განაცხადა გია ვოლსკიმ. ცნობისთვის, IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგში "ქართული ოცნება" 36%-ით ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს. კითხვაზე-ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ხმას მისცემს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 14%-"ნაციონალურ მოძრობას", 10%-"თავისუფალ დემოკრატებს", 6%- ლეიბორისტულ პარტიას. 5%- დემორკატიულ მოძრაობას, ასევე 5% აცხადებს, რომ ხმას "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" მისცემს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)