14:16 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 19:24:24, 1345 ნახვა

საზოგადოება
სირიაში 20 წლის პანკისელი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს

სირიაში 20 წლის პანკისელი რამზან ბაღაკაშვილი, გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი შეტაკების დროს მოკლეს. 

"რუსთავი 2"-ის ცნობით, მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ხეობაში მცხოვრები ადგილობრივებიც ადასტურებენ. 

ცნობისთვის, რამზან ბაღაკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუმასტურის მკვიდრია. ის სირიაში გასულ წელს მისსავე თანასოფლელთან, მუსლიმ კუშტანაშვილთან, ერთად თურქეთის გავლით წავიდა. ორივე ახალგაზრდა სოფელ ომალოს სკოლის მოსწავლე იყო.

სკოლის მოსწავლეების გადაბირებისა და სირიაში გაგზავნაში სასამართლომ ხეობის იმამი, აიუფ ბორჩაშვილი დაადანაშაულა და მას 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რუსეთმა საფრანგეთში გამართული საპროტესტო აქციები მთავრობის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა
რუსეთ-საქართველოს მცენარეთა საკარანტინო ნორმების კუთხით თანამშრომლობას ავითარებს - როსსელხოზნადზორი ვიზიტს აჯამებს
სიორიძე - ვაპირებთ, ოცნებას ყველა ცრუ ბრალდება შემოვუტრიალოთ, ვამხილოთ კონსტიტუციური წყობილების ხელყოფაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics