13:05 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-13 12:49:28, 2038 ნახვა

ეკონომიკა
Banker-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

თიბისი ბანკი 2016 წლის საუკეთესო ბანკი გახდა საქართველოში. ეს სტატუსი ბანკს მსოფლიოს ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა „The Banker" ლონდონში, მსოფლიოს საბანკო დაჯილდოების ცერემონიალზე მიანიჭა.

თიბისი ბანკმა „The Banker" -ის პრესტიჟული ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მერვედ მიიღო.

2016 წელს თიბისი ბანკს სხვა აღიარებებიც ხვდა წილად. ბანკმა ასევე მიიღო წლის საუკეთესო ბანკის ჯილდოები ჟურნალებისგან: Euromoney, Global Finance და EMEA Finance Magazines.

 „The Banker"-მა თიბისი ბანკი დააჯილდოვა ბაზარზე მოპოვებული ლიდერობისათვის და  „ბანკ რესპუბლიკასთან" მიღწეული გარიგებისათვის, რომლის თანახმად ეს უკანასკნელი თიბისი ბანკს შემოუერთდა. ხაზი გაესვა თიბისის კლიენტებთან ურთიერთობის მართვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, როგორც ბანკის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას.

 „ჩვენთვის დიდი პატივია ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ჩვენ 2016 წელს უკვე მეოთხედ ვიღებთ საუკეთესო ბანკის ჯილდოს, რაც ბანკის ძლიერი ფინანსური შედეგებისა და სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის აღიარებაა", - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა "The Banker" ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს 149 ქვეყნის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათ შედეგებსა და მიღწევებზე დაყრდნობით.

საუკეთესოთა შორის საუკეთესოები გამოვლინდებიან წლის ბოლოს გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე, სადაც ჟურნალი მსოფლიოს საუკეთესო ბანკს აცხადებს და ჯილდოებს გადასცემს რეგიონისა და ცალკეული ქვეყნების გამარჯვებულებს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics