15:32 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-12 11:15:09, 4026 ნახვა

პოლიტიკა
კოტე კუბლაშვილს მისი შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია

უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მისი შემცვლელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, პრეზიდენტთან კონსულტაციები არ ჰქონია. 

ამის შესახებ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციური უფლება, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატურა თავად შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. 

თუმცა, კუბლაშვილის განმარტებით, ასევე შესაძლებელია, რომ კანდიდატურა აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებასთან კონსულტაციების გზით შეირჩეს. 

„პრეზიდენტს უფლება აქვს, თავად წარმოადგინოს ეს კანდიდატურა. კონსტიტუციით მას აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, კანდიდატურა იმ კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიოს, რაც კანონმდებლობაშია მითითებული და პარლამენტს წარუდგინოს. თუ გადაწყვეტს ასევე შეუძლია წინასწარ გაესაუბროს აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების წარმომადგენლებს . მე პირადად ამ თემაზე პრეზიდენტთან კონსულტაციები არ მქონია. კონსულტაცია მქონდა მხოლოდ 2 ვაკანსიაზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში წელიწადი  და 8 თვის განმავლობაში შეუვსებელი იყო და პრეზიდენტმა წარადგინა კანდიდატები, რომლებიც  დაინიშნენ“, – აღნიშნა კუბლაშვილმა. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოსტი შესაძლოა,  ლადო ჭანტურიამ  დაიკავოს, კუბლაშვილი ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

„არ მინდა, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე რაიმე შეფასება გავაკეთო, სანამ ეს საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება“, – განაცხადა კუბლაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics