10:42 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 19:58:23, 3085 ნახვა

სხვადასხვა
სახალხო დამცველი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორს შეხვდა

სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორ ჯონი კვინიკაძეს  შეხვდა. შეხვედრაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“  შესახებ ისაუბრეს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ ომბუდსმენს  მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი სერვისებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მისი ინფორმაციით, 2013-2014 წლებში დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“  1342 ყოფილმა პატიმარმა მიმართა; აღნიშნული მომართვებიდან პროგრამაში აქტიურად ჩართულია 917 ბენეფიციარი. 

შეხვედრაზე სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ყოფილი პატიმრებისთვის განკუთვნილი კონკრეტული სერვისების სპეციფიკით, არსებული პრობლემებითა და სტატისტიკით დაინტერესდა. მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  

 „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს შეიქმნა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics