|
2015-03-24 16:45:16, 562 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერს ტუბერკულოზთან ბრძოლაში დონორების მხარდაჭერის იმედი აქვს
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ღარიბაშვილმა „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა, მთავრობა ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5 წლიან გეგმაზე მუშაობს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობას ამ კუთხით, დონორების მხარდაჭერა ექნება. „მინდა მადლობა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს ტუბერკულოზთან ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მოგეხსენებათ, დღეს ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს მძიმე დაავადება სერიოზულ პრობლემად რჩება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გამონაკლისი არც საქართველოა. ჩვენ ვმუშაობთ ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგიის 5-წლიან გეგმაზე და კვლავაც თქვენი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)