|
2015-03-24 15:51:41, 516 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ საჯარო სამსახურის რეფორმას განვაგრძობთ
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო. როგორც მან „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა. გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავრობა საჯარო სამსახურის რეფორმის განხორცილებას განაგრძობს. „დღეს გაგაცნობთ ძირითად პრიორიტეტებს. პირველ რიგში, ეს გახლავთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა. ჩვენ განვაგრძობთ საჯარო მმართველობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურის რეფორმას, საჯარო ფინანსების გაუმჯობესებულ მართვას, მძლავრი ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოებას, თვითმმართველობების გაძლიერებასა და მთავრობის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა. პრემიერის თქმით, მას აქვს მოლოდინი, ამ რეფორმების განხორციელების შედეგად, საქართველო კარგად ორგანიზებულ, დემოკრატიულ და ღია საჯარო სექტორს მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)