|
2015-03-24 15:36:19, 682 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა
„მჯერა, რომ დადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა. მან დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს უფრო უსაფრთხოდ აქცევს. „მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს წარმატებული თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.თქვენი თანადგომა არა მხოლოდ საქართველოს მიმართ მეგობრობისა და ნდობის დასტურია, არამედ გვაძლევს იმის იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანი ძალისხმევით მსოფლიოს აქცევს უფრო უკეთესად და უფრო უსაფრთხოდ. მჯერა, რომდადგება დრო, როცა საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)