|
2015-03-24 15:35:40, 560 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის სამთავრობო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება
აჭარის სამთავრობო დელეგაცია 25-27 მარტს ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში მიემგზავრება, სადაც საერთაშორისო თანამშრომლობის კომისიის მესამე სხდომა გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტისას აჭარის მთავრობას წარმოადგენს რეგიონის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი- ხათუნა ნაყეური და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი-სოფო ლაზიშვილი. ვიზიტის ფარგლებში სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისსში გაიმართება შეხვედრები სავოევოდოს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე განიხილება მხარეებს შორის 2014 წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმების და ტურიზმის სფეროებში განხორციელებული პროექტები. ასევე ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას. დაგეგმილია სილეზიის უნივერსიტეტში სტუმრობა. ცნობისთვის, სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)