|
2015-03-24 14:45:51, 603 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს აქსელ ვეხს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესზე. დავით ბაქრაძემ აქსელ ვეხს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ავსტრია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადექვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 18-19 მაისს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მომზადების კონტექსტში აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამართალდამცავ, ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ავსტრიაში ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)