|
2015-03-24 14:21:57, 628 ნახვა
პოლიტიკა
ნინო გვენეტაძე პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრება
უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტში 31 მარტს დაგეგმილ სხდომას დაესწრება, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს, პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა. პრეზიდეტის ადმინისტრაციის ძირითადი მოთხოვნაა, 31 მარტს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და იმ ინსტიტუტების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილები, რომლებიც ტრადიციულად, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ესწრებოდნენ. ამ დროისთვის, ჯერჯერობით გაურკვეველია აღნიშნულ სხდომას დაესწრებიან თუ არა მთავრობის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)